განსაკუთრებული პირობები კოვიდის შემდგომ გამოკვლევებზე ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის

09 თებერვალი, 2022

საქართველოში პანდემიურმა გარემომ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სწორედ ამიტომ, ევექსი კლინიკები პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად  მუშაობას აგრძელებს და განსაკუთრებულ პირობებსა და სპეციალურ ფასებს სთავაზობს ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს.

სპეციალისტების განმარტებით, კოვიდგადატანილი პაციენტების 20%-ს პოსტკოვიდური სინდრომი აღენიშნება. როგორც წესი, ხშირი ჩივილების რიცხვს მიეკუთვნება: თავის ტკივილი, ხველა, თავბრუსხვევა,  ადვილად გადაღლა, ყნოსვის დაკარგვა,  დისკომფორტი გულის არეში, ქოშინი, დაბალი ტემპერატურა, ნეიროკოგნიტური დარღვევები - მეხსიერების დაქვეითება, აზროვნების შენელება, ნეიროფსიქოლოგიური დარღვევები -  შფოთი, დეპრესია, უძილობა და სხვა.

პოსტ კოვიდს სინდრომის რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან ნებისმიერი ასაკის მოქალაქეები, თუმცა განსაკუთრებით ხანდაზმულები, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადება (დიაბეტი, ვენური უკმარისობა, ბრონქული ასთმა და ა.შ.). დროული დიაგნოსტიკითა და სპეციალისტების ჩართვით პოსტკოვიდური სინდრომი დაძლევადია.

,,ევექსი კლინიკებში“ კოვიდის შემდგომი გართულებების თავიდან ასარიდებლად, მიმდინარეობს  პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს შეუძლით გამოკვლევებზე სპეციალური ფასით ისარგებლონ. ,,ევექსი კლინიკები“ საჭიროებებზე მორგებულ ოთხ სხვადასხვა პაკეტს სთავაზობს. პაკეტის შერჩევა რეკომენდირებულია პოსტკოვიდური მგომარეობის შეფასებითა და ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდგომ.

პაკეტების და მასში შემავალი გამოკვლევების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://postcovid.ge/postcovid-products

  • A პაკეტი Covid-19-ის უსიმპტომო მიმდინარეობა - ლიბერთი ბანკის სოციალური ბართის მფლობელებისთვის - 86 ლარი
  • B პაკეტი Covid-19-ის მსუბუქი სიმპტომური მიმდინარება - ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის - 187 ლარი
  • C პაკეტი Covid-19-ის მსუბუქი/საშუალო მიმდინარეობა ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის - 427 ლარი
  • D პაკეტი Covid-19-ის მძიმე მიმდინარეობა  ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის - 557 ლარი

 

ევექსი კლინიკების პირობები ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის

ევექსი კლინიკები ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს, რის ფარგლებშიც ყველაზე მოთხოვნად ლაბორატორიულ გამოკვლევებზე ვრცელდება - 30% ფასდაკლება, ხოლო ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე 50%-მდე შეღავათები.  მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში და ქსელში არსებულ ნიუ დენტის სტომატოლოგიურ კაბინეტებში.

 

 

თეგები

სტატიის გაზიარება

გაიარეთ ქვიზი

შეავსეთ ქვიზი და ექიმთან კონსულტაციამდე, საორიენტაციოდ, გაიგეთ რომელი პოსტ-კოვიდ გამოკვლევებია რეკომენდებული თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ახლა კითხულობენ

ოჯახის ექიმი სოფო ჩხეიძე პოსტ-კოვიდ სინდრომთან დაკავშირებით თავის გამოცდილებაზე საუბრობს
სრულად ნახვა

ოჯახის ექიმი სოფო ჩხეიძე პოსტ-კოვიდ სინდრომთან დაკავშირებით თავის გამოცდილებაზე საუბრობს

06 მაისი, 2021

ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმი სოფო ჩხეიძე პოსტ-კოვიდ სინდრომთან დაკავშირებით თავის გამოცდილებას გვიზიარებს....კითხვის გაგრძელება

რას მოიცავს პოსტ-კოვიდ პროგრამა?
სრულად ნახვა

რას მოიცავს პოსტ-კოვიდ პროგრამა?

24 ივნისი, 2021

ევექსი კლინიკების პოსტ-კოვიდ პროგრამის შესახებ ექიმებმა გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“  ისაუბრეს...კითხვის გაგრძელება

განსაკუთრებული პირობები კოვიდის შემდგომ გამოკვლევებზე ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის
სრულად ნახვა

განსაკუთრებული პირობები კოვიდის შემდგომ გამოკვლევებზე ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის

09 თებერვალი, 2022

🦠 კორონავირუსის გადატანის შემდეგ, თავს იჩენს სხვადასხვა სიმპტომი და ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დროული მონიტორინგი. 🔰 კოვიდის შემდგომი გართულებების თავიდან ასარიდებლად, ევექსი კლინიკებმა შექმნა პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა, რომელში ჩართვაც Liberty • ლიბერთი-ს სოციალური ბარათის მფლობელებს განსაკუთრებული პირობებით შეუძლიათ. 🩺 ჩვენმა კლინიკურმა გუნდმა შეიმუშავა რეკომენდებული გამოკვლევების ჯგუფები Covid 19-ის გადატანის სირთულის მიხედვით, თითოეულ ჯგუფში შედის როგორც ექიმის კონსულტაცია, ასევე სხვადასხვა საჭირო გამოკვლევები. ✅ პოსტ-კოვიდ გამოკვლევების ჩატარება ევექსი კლინიკების ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ მთელი საქართველოს მასშტაბით. 📞 გამოკვლევების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს : ბმული დაიდება პოსტ კოვიდის საიტზე www.postcovid.ge ვიზიტის დასაგეგმად დარეკეთ: 2 55 05 05...კითხვის გაგრძელება

დაგვირეკეთ

032 2 55 05 05