დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს, იხილოს თითოეული კვლევის შესახებ ინფორმაცია, თუ რას იკვლევს ორგანიზმში ეს კვლევები და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. პოსტ-კოვიდ პროგრამაში ჩართვისთვის დაგვიკავშირდით ევექსი კლინიკების ცხელ ხაზზე 255 05 05 და ჩაეწერეთ ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმთან ვიზიტზე.
თანმხლები დაავადების არმქონე პაციენტი COVID-19-ის უსიმპტომო მიმდინარეობით
აღნიშნული გამოკვლევა განკუთვნილია თანმხლები, ქრონიკული დაავადებების არმქონე პაციენტებისთვის, რომელთაც ლაბორატორულად დაუდასტურდათ COVID-19 და დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ; მკურნალობა წარიმართა ამბულატორიულად/ბინაზე და ამჟამად არ აღინიშნება პოსტ-კოვიდური სიმპტომები.
დეტალური გამოკითხვა, ფიზიკური გასინჯვა და ლაბორატორიული გამოკვლევები საშუალებას მისცემს ექიმს, შეაფასოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საჭიროების შესაბამისად დანიშნოს მკურნალობა.
დაუშვებელია გამოკვლევების თვითნებურად, ექიმის კონსულტაციის გარეშე ჩატარება. თვითმკურნალობა შეიძლება გახდეს მნიშვენლოვანი ზიანის მომტანი.
თანმხლები დაავადების არმქონე პაციენტი COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომური მიმდინარეობით
აღნიშნული გამოკვლევა განკუთვნილია თანმხლები, ქრონიკული დაავადებების არმქონე პაციენტებისთვის, რომელთაც ლაბორატორულად დაუდასტურდათ COVID-19 და დაავადება მიმდინარეობდა მსუბუქი სიმპტომებით; მკურნალობა წარიმართა ამბულატორიულად/ბინაზე.
დეტალური გამოკითხვა, ფიზიკური გასინჯვა და დიაგნოსტური კვლევები საშუალებას მისცემს ექიმს, შეაფასოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საჭიროების შესაბასად დანიშნოს მკურნალობა.
დაუშვებელია გამოკვლევების თვითნებურად, ექიმის კონსულტაციის გარეშე ჩატარება. თვითმკურნალობა შეიძლება გახდეს მნიშვენლოვანი ზიანის მომტანი.
ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტი COVID-19-ის მსუბუქი/საშუალო მიმდინარეობით
აღნიშნული გამოკვლევა განკუთვნილია პაციენტებისთვის თანმხლები, ქრონიკული დაავადებებით, რომელთაც ლაბორატორულად დაუდასტურდათ COVID-19 და დაავადების მიმდინარეობა იყო მსუბუქი/საშუალო სიმძიმის; არ დამდგარა სტაციონარული მკურნალობის საჭიროება და იგი წარიმართა ამბულატორიულად/ბინაზე.
დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმთან ერთად ჩართული იქნება ექიმ-სპეციალისტთა მულტიდისციპლინური გუნდი.
დაუშვებელია გამოკვლევების თვითნებურად, ექიმის კონსულტაციის გარეშე ჩატარება. თვითმკურნალობა შეიძლება გახდეს მნიშვენლოვანი ზიანის მომტანი.
პაციენტი COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობით
აღნიშნული გამოკვლევა განკუთვნილია პაციენტებისთვის, რომელთაც ლაბორატორულად დაუდასტურდათ COVID-19 და დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე; საჭირო გახდა მკურნალობა სტაციონარში, ოქსიგენოთერაპია, დადებითი წნევით არაინვაზიური ან ინვაზიური ვენტილაცია.
დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში ოჯახის ექიმთან ერთად ჩართული იქნება ექიმ-სპეციალისტთა მულტიდისციპლინური გუნდი.
დაუშვებელია გამოკვლევების თვითნებურად, ექიმის კონსულტაციის გარეშე ჩატარება. თვითმკურნალობა შეიძლება გახდეს მნიშვენლოვანი ზიანის მომტანი.