ოჯახის ექიმი სოფო ჩხეიძე პოსტ-კოვიდ სინდრომთან დაკავშირებით თავის გამოცდილებაზე საუბრობს
06 მაისი, 2021
ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმი სოფო ჩხეიძე პოსტ-კოვიდ სინდრომთან დაკავშირებით თავის გამოცდილებას გვიზიარებს....კითხვის გაგრძელება
06 აპრილი, 2021
ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პროცესში პაციენტებთან თავს იჩენს სხვადასხვა ჩივილები. ძირითადად სიმპტომების სპექტრი ფართოა და შესაძლოა, რომ მანამდე საერთოდ არ არსებობდა. ასევე, შესაძლოა სიმპტომები წარმოადგენდეს უკვე არსებული, თუმცა COVID-19-ის შედეგად გააქტიურებული დაავადებების მანიფესტაციას. სიმპტომოკომპლექსი, რომელიც თავს იჩენს კორონავირუსით დაავადებული ადამიანების შემთხვევაში მწვავე დაავადების პერიოდის შემდეგ. სიმპტომების და მუდმივი პრობლემების თანხვედრა წარმოადგენს ახალ სინდრომს, რომელიც მხოლოდ COVID-19-ს უკავშირდება, ან უკვე არსებული მსგავსი დაავადებების გართულების ნიშნებია.
სიმპტომები ძალიან მრავალფეროვანია. რამდენიმე კვლევის თანახმად, ნაკლებად მძიმე მიმდინარეობის პაციენტებში, COVID-19-ის მწვავე პერიოდის შემდეგ, გახანგრძლივებულ სიმპტომებს აღნიშნავს პაციენტთა უმრავლესობა, რომელთა მესამედი ან მეტი განიცდის ერთზე მეტი სიმპტომის არსებობას. სიმპტომები მოიცავს: დაღლილობას 15- 87%; ქოშინს 10-71 %; ტკივილს გულმკერდში ან შებოჭილობას 12- 44 %; ხველას 17- 26 %.
ხშირია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, პოსტრავმული სტრესული აშლილობა, შფოთვა, დეპრესია, ცუდი მეხსიერება და კონცენტრაცია.
შედარებით იშვიათი ფიზიკური სიმპტომებია: ყნოსვის დაკარგვა, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, სურდო, ცუდი მადა, თავბრუსხვევა, კუნთების ტკივილი, უძილობა, ალოპეცია- თმის ბუდობრივი ცვენა, ოფლიანობა და დიარეა.
ნებისმიერ პაციენტს ვირუსის მიმდინარეობის და სიმძიმის მიხედავად. უკვე ცნობილია რომ 10 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტიდან ერთს უვითარდება პოსტ-კოვიდ სინდრომი.
როდესაც საქმე ეხება COVID-19-ით გამოწვეულ სიცოცხლისთვის საშიშ შემთხვევებს, ექიმები მძიმე პნევმონიის ან ინსულტის დიაგნოზით ჰოსპიტალიზაციისა და გამოწერის შემდგომ, სპეციალურ მოვლის რეკომენდაციას აძლევენ პაციენტებს და ხშირი მონიტორინგის საჭიროებას ხედავენ.
COVID-19-ის შემდგომი სინდრომის ხშირი შემთხვევები ჯერ კიდევ დიდწილად დებატების საგანია. სხვადასხვა კვლევების თანახმად, ეს მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გავრცელებულია ადამიანთა გარკვეულ სეგმენტებში .
ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19-ით დაავადებული ადამიანების მხოლოდ 10%-ს შეიძლება განუვითარდეს COVID-19-ის შემდგომი სინდრომი, ხოლო სხვა კვლევებში გაცილებით მაღალი პროცენტული მაჩვენებლებია - ზოგიერთის აზრით კი, ადამიანების 70% -ს აღენიშნება გრძელვადიანი სიმპტომატიკა.
პოსტ-კოვიდური სინდრომის განვითარების რისკის მქონე ადამიანთა ჯგუფები:
პირები, ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემებით, განსაკუთრებით გულსისხლზარღვთა და პულმონოლოგიური პრობლემებით, ჰიპერტენზია, დიაბეტი ან ჭარბი წონა.
COVID-19-ის მსუბუქი შემთხვევაც შეიძლება ხასიათდებოდეს მძიმე სიმპტომებით, მათ შორის ძლიერი თავის ტკივილით, უკიდურესი დაღლილობით და სხეულში ტკივილებით, რაც შეუძლებელს ხდის კომფორტულად იგრძნოთ თავი.
სიტუაციას აუარესებს ისიც, რომ ადამიანთა ჯგუფში, რომლებიც თითქოსდა გამოჯანმრთელდნენ COVID-19-ის გადატანის შემდეგ, კვლავ განიცდიან სიმპტომებს, რომლებიც ვირუსზე უარყოფითი ტესტის პასუხის შემდეგაც გრძელდება. ამ პირებს ზოგჯერ მოიხსენიებენ „COVID-19-ის გრძელვადიან მატარებლებად". ექსპერტები ეძებენ პასუხებს ამ მდგომარეობისასთან დაკავშირებით, რომელსაც ახლა უკვე პოსტ-კოვიდურ სინდრომს უწოდებენ.
მათ, ვინც კოვიდის მხოლოდ მსუბუქი ფორმა გადაიტანა და მკურნალობდა სახლის პირობებში, მაგრამ ახლა განიცდიან პოსტ-კოვიდ სინდრომის სიმპტომებს, ექიმები გვირჩევენ ჩანიშნოთ ვიზიტი თქვენს თერაპევტთან.
თუ თქვენი ინფიცირების დროს უფრო მძიმე სიმპტომების გამო მოხვდით საავადმყოფოში, შეიძლება უკვე გყავდეთ კარდიოლოგი, რომელსაც შეგიძლიათ გულთან დაკავშრებულ საკითხებზე მიმართოთ, მაგალითად ისეთზე როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში, ან პულმონოლოგი, რომელთანაც შეგიძლიათ შეიმოწმოთ ფილტვები ნებისმიერი პრობლემის წამოჭრისას, მაგალითად სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში.
გახსოვდეთ, პროფილაქტიკური ზომები, რომლებიც ხელს უწყობს COVID-19-ის გავრცელების შემცირებას, მოიცავს შემდეგს:
პოსტ-კოვიდური სინდრომის მიმდინარეობისას პაციენტების მდგომარეობა და სიმპტომების სიმძიმე მრავალფეროვანია: მოიცავს როგორც მსუბუქი ავადმყოფობის მქონე პაციენტებს, რომლებიც არ საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას, ასევე მწვავე ავადმყოფობის მქონე პაციენტებს, რომლებიც საჭიროებენ ექიმების მეთვალყურეობას. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით შედარებით მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება ისეთი პაციენტიების მდგომარეობა ვისაც დასჭირდა მკურნალობა სტაციონარში მაღალი წნევის ჟანგბადით ან ფილტვის ხელოვნური ვენტილაციით.
ვინაიდან პოსტ-კოვიდ სინდრომი საკმაოდ მრავალფეროვანია, შეიქმნა სპეციალიზირებული სარეაბილიტაციო სერვისები, რომლის ფარგლებშიც მულტიდისციპლინარული გუნდი რეაბილიტოლოგების (ან კოვიდ თერაპევტების) მონაწილეობით გეგმავს თოთოეული პაციენტის ინდივიდუალური მკურნალობის სქემას.
ოჯახის ექიმი/კოვიდ-თერაპევტი შეაფასებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების მიხედვით პროცესში ჩართავს შესაბამის ექიმ- სპეციალისტებს.
უკვე ფაქტია, რომ ახალი კორონა ვირუსი იწვევს გართულებებს ფილტვების, თირკმლის, ღვიძლის, ენდოკრინული, კუჭ-ნაწლავის, დერმატოლოგიური, ძილის, ფსიქოლოგიური, ჯანმრთელობის კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 ძირითადად ხასიათდება სასუნთქი გზების სიმპტომებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და მათი გართულებები ხშირად თან ახლავს COVID-19 ინფექციებს, რომლებიც ზრდის COVID-19-ით პაციენტების ავადობასა და სიკვდილიანობას. ასევე, მაღალია თრომბოზის განვითარების რისკი. იკვეთება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. შესაბამისად, დაიგეგმება ის საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლვევები, რომელიც საჭიროა კონკრეტული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ორგანოების/ორგანოთა სისტემების შესაფასებლად.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ თქვენ გრძნობთ თავს შეუძლოდ და ვერ უბრუნდებით თქვენთვის ჩვეული ცხოვრების რიტმს.
მსოფლიოში აღწერილი რეინფექციის მცირე შემთხვევები არ იძლევა კონკრეტული კანონზომიერების და ვადის მოწოდების შესაძლებლობას. აქამდე ცნობილი შემთხვევებიდან ყველაზე ადრე 3 თვის და ყველაზე გვიან 6 თვის განმავლობაში დაინფიცირდა პაციენტი ახალი კორონავირუსით ხელმეორედ.
ახალი კორონავირუსის დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ.
ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმი სოფო ჩხეიძე პოსტ-კოვიდ სინდრომთან დაკავშირებით თავის გამოცდილებას გვიზიარებს....კითხვის გაგრძელება
ევექსი კლინიკების პოსტ-კოვიდ პროგრამის შესახებ ექიმებმა გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრეს...კითხვის გაგრძელება
🦠 კორონავირუსის გადატანის შემდეგ, თავს იჩენს სხვადასხვა სიმპტომი და ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დროული მონიტორინგი. 🔰 კოვიდის შემდგომი გართულებების თავიდან ასარიდებლად, ევექსი კლინიკებმა შექმნა პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა, რომელში ჩართვაც Liberty • ლიბერთი-ს სოციალური ბარათის მფლობელებს განსაკუთრებული პირობებით შეუძლიათ. 🩺 ჩვენმა კლინიკურმა გუნდმა შეიმუშავა რეკომენდებული გამოკვლევების ჯგუფები Covid 19-ის გადატანის სირთულის მიხედვით, თითოეულ ჯგუფში შედის როგორც ექიმის კონსულტაცია, ასევე სხვადასხვა საჭირო გამოკვლევები. ✅ პოსტ-კოვიდ გამოკვლევების ჩატარება ევექსი კლინიკების ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ მთელი საქართველოს მასშტაბით. 📞 გამოკვლევების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს : ბმული დაიდება პოსტ კოვიდის საიტზე www.postcovid.ge ვიზიტის დასაგეგმად დარეკეთ: 2 55 05 05...კითხვის გაგრძელება
032 2 55 05 05