WHO -ს განცხადება

06 აპრილი, 2021

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ევროპას გადადგად ქმედითი ნაბიჯები პოსტ-კოვიდ სიმპტომის მართვაში

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორის, ექიმ ჰანს ჰენრი კლუგეს განცხადება პრესისთვის

დილა მშვიდობის,

დღეის მონაცემებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში დაფიქსირებულია COVID-19- ის თითქმის 38 მილიონი შემთხვევა და 850 000 ადამიანის გარდაცვალება.

SARS-CoV-2 ვირუსი ძალიან მაღალი ტემპებით განაგრძობს გავრცელებას მთელ ევროპაში. 2 დომინანტი შტამი შემაშფოთებლად განაგრძობს გავრცელებას და ანაცვლებს სხვა არსებულ ვარიანტებს. იზრდება გავრცელების მასშტაბები, რაც ჩვენს წინაშე წარმოშობს გამოწვევას მეტის გასაკეთებლად. 

ზედიზედ მეორე კვირაა, რაც თითქმის 1 მილიონამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როცა რეგიონის მასშტაბით ინფიცირების დონის კლების ტენდენციაა შენარჩუნებული. გასულ თვეში ინფიცირების შემთხვევების შემცირება განაპირობა მთელი რიგი ქვეყნების მიერ განხორციელებულმა ახალმა შემაკავებელმა ზომებმა. 

ახალი დაფიქსირებული შემთხვევების რიცხვმა თითქმის ნახევარით იკლო 2020 წლის ბოლოს არსებულ შედეგებთან შედარებით. თუმცა, საკითხს თუ სხვა კუთხიდან შევხედავთ, ამჟამად რეგიონში ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები 10-ჯერ მეტია, ვიდრე გასული წელს იყო. გასათვალისწინებელია, რომ რეგიონის მასშტაბით, უმეტეს ქვეყნებში საზოგადოების ინფიცირების ძალიან მაღალი ან მაღალი დონე ფიქსირდება.

ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი მოუთმენლად ელოდება  ნორმალურ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს, სადაც ჩვენი ნება და თავისუფლება აღარ იქნება მომაკვდინებელი ვირუსის ტრანსმისიის შემაკავებელი შეზღუდვებით შემოფარგლული.

მნიშვნელოვან ნაწილს, ვინც COVID-19  მოიხადა, აინტერესებს როდის ან საერთოდ აღუდგებათ თუ არა ჯანმრთელობა სრულად. ასეთი ადამიანი ათასობითაა, რომლებიც COVID-19-ის შემდგომ გართულებებს ებრძვიან, რასაც სხვანაირად პოსტ-კოვიდური სინდრომი ან გახანგრძლივებული COVID-19 ეწოდება. 

დღეს ჩვენ ნათელი მოვფინეთ იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, SARS-CoV-ის ინფექციის შემდგომ უკიდურესი უუნარობა თვეების მანძილზე გრძელდება, რასაც მძიმე სოციალური, სამსახურებრივი, ეკონომიკური და ჯანმრთელობის საზიანო შედეგები მოაქვს.

ეს ყურადსაღები რეალობაა: COVID-19-ით დაავადებული 10 პაციენტიდან 1 პაციენტი მაინც  ცუდად გრძნობს თავს მომდევნო 12 კვირის შემდეგაც კი და ბევრად უფრო მეტხანსაც.

როგორც ნებისმიერი ახალი დაავადების შემთხვევაში, ძალიან ბევრი რამ იყო და რჩება უცნობი. პანდემიის განვითარებასთან ერთად, პროფესიონალებმა და პაციენტებმა თავიანთი პირადი გამოცდილების ხარჯზე გაიკვლიეს გზა სიბნელეში. თუმცა, მალე ცნობილი გახდა ისტორიები მათ შესახებ, ვინც უნდა გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ ჯერ კიდევ გააჩნდათ მძიმე სიმპტომები, რაც მათ ცხოვრებაზე აისახა. 

სამწუხაროდ, ზოგიერთი ამ მოცემულობას ეჭვით მიუდგა ან საკმარისი გაგებით არ მოეკიდა.

ჩვენ უნდა მოვისმინოთ და უნდა გავიგოთ და COVID-19-ის შემდგომი გართულებების მქონე ადამიანებს უნდა მოვუსმინოთ, თუ გვსურს გავიგოთ დაავადების გრძელვადიანი შედეგები და  COVID-19–გან გამოჯანმრთელება. ეს არის მკაფიო პრიორიტეტი ჯანმრთელობის მსოლფიო ორგანიზაციისთვის და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ასე უნდა იყოს ჯანდაცვის სფეროსს ყველა წარმომადგენლისთვის.

ჩვენ ყველა პასუხი არ გაგვაჩნია. ჯერ არ ვიცით, პაციენტების რამდენ პროცენტს აქვს აღნიშნული გრძელვადიანი სიმპტომები. მაგრამ ჩვენ სწრაფად ვსწავლობთ.

ამ თვის დასაწყისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩაატარა კონსულტაცია პოსტ-კოვიდური სინდრომის შესახებ, რომელიც ფოკუსირებული იყო მის აღიარებაზე, კვლევასა და რეაბილიტაციაზე. რაც უფრო მეტს ვიგებთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ პაციენტებს, რომლებსაც ეჭვი აქვთ ან დაუდასტურათ COVID-19 და აღენიშნებათ ხანგრძლივი სიმპტომები - ახალი ან ცვალებადი, უნდა გააჩნდეთ წვდომა შესაბამისი ზრუნვის სერვისებზე. ეს არის ის მიმართულება, სადაც პირველადი ჯანდაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

დღეს ჩვენ ვხვეწთ „გაიდლაინებს“, რომლებიც გამოვაქვეყნეთ ახალი რესურსებით გადაწყვეტილების მიმღებთათვის იმის შესახებ, თუ რა ვიცით ამ მდგომარეობის შესახებ, სადაც ასევე ხელმისაწვდომია პასუხები და ახალი მიდგომები.  

მე მოგიწოდებთ თქვენ, ევროპის რეგიონის ქვეყნებსა და ინსტიტუტებს, რათა გავერთიანდეთ  ინტეგრირებული კვლევის დღის წესრიგის გარშემო, მონაცემთა შეგროვების ჰარმონიზებული საშუალებებისა და სასწავლო პროტოკოლების გამოყენებით. სწორედ ეს იქნება მკურნალობის ზემოქმედების მაქსიმალურად გაზრდისა და პაციენტებისთვის გრძელვადიანი შედეგების გაუმჯობესებისათვის საჭირო მთავარი კომპონენტი.

როგორც შემდგომი ნაბიჯი, მე ვიწვევ ევროპის რეგიონის 53 ქვეყნის მთავარ სამედიცინო მუშაკებს, რათა განვსაზღვროთ რეგიონული სტრატეგია ამ მიზნის მისაღწევად.

თეგები

სტატიის გაზიარება

გაიარეთ ქვიზი

შეავსეთ ქვიზი და ექიმთან კონსულტაციამდე, საორიენტაციოდ, გაიგეთ რომელი პოსტ-კოვიდ გამოკვლევებია რეკომენდებული თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ახლა კითხულობენ

ოჯახის ექიმი სოფო ჩხეიძე პოსტ-კოვიდ სინდრომთან დაკავშირებით თავის გამოცდილებაზე საუბრობს
სრულად ნახვა

ოჯახის ექიმი სოფო ჩხეიძე პოსტ-კოვიდ სინდრომთან დაკავშირებით თავის გამოცდილებაზე საუბრობს

06 მაისი, 2021

ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმი სოფო ჩხეიძე პოსტ-კოვიდ სინდრომთან დაკავშირებით თავის გამოცდილებას გვიზიარებს....კითხვის გაგრძელება

რას მოიცავს პოსტ-კოვიდ პროგრამა?
სრულად ნახვა

რას მოიცავს პოსტ-კოვიდ პროგრამა?

24 ივნისი, 2021

ევექსი კლინიკების პოსტ-კოვიდ პროგრამის შესახებ ექიმებმა გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“  ისაუბრეს...კითხვის გაგრძელება

განსაკუთრებული პირობები კოვიდის შემდგომ გამოკვლევებზე ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის
სრულად ნახვა

განსაკუთრებული პირობები კოვიდის შემდგომ გამოკვლევებზე ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის

09 თებერვალი, 2022

🦠 კორონავირუსის გადატანის შემდეგ, თავს იჩენს სხვადასხვა სიმპტომი და ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დროული მონიტორინგი. 🔰 კოვიდის შემდგომი გართულებების თავიდან ასარიდებლად, ევექსი კლინიკებმა შექმნა პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა, რომელში ჩართვაც Liberty • ლიბერთი-ს სოციალური ბარათის მფლობელებს განსაკუთრებული პირობებით შეუძლიათ. 🩺 ჩვენმა კლინიკურმა გუნდმა შეიმუშავა რეკომენდებული გამოკვლევების ჯგუფები Covid 19-ის გადატანის სირთულის მიხედვით, თითოეულ ჯგუფში შედის როგორც ექიმის კონსულტაცია, ასევე სხვადასხვა საჭირო გამოკვლევები. ✅ პოსტ-კოვიდ გამოკვლევების ჩატარება ევექსი კლინიკების ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ მთელი საქართველოს მასშტაბით. 📞 გამოკვლევების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს : ბმული დაიდება პოსტ კოვიდის საიტზე www.postcovid.ge ვიზიტის დასაგეგმად დარეკეთ: 2 55 05 05...კითხვის გაგრძელება

დაგვირეკეთ

032 2 55 05 05