პოსტ კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა

COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების პროცესში თავს იჩენს სხვადასხვა ჩივილი. სიმპტომების სპექტრი ფართოა და შესაძლოა, იყოს როგორც ახალი ან უკვე არსებული, COVID-19-ის მწვავე ფაზის დროს განვითარებული.

ევექსი კლინიკების კლინიკურმა გუნდმა, პანდემიის ფარგლებში, შეისწავლა მსოფლიოში პოსტ-კოვიდ სინდრომის ამ მომენტისთვის არსებული გამოცდილება და რეკომენდაციები, რომ კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის შეექმნა პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში კოვიდ გადატანილი პაციენტები შეძლებენ გამოიკვლიონ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ თავიდან აირიდონ კოვიდის გადატანის შემდგომი გართულებები.

ევექსი კლინიკების პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ტრენინგები და მომზადება გაიარა ევექსი კლინიკების 2000-ზე მეტმა ექიმმა საქართველოს მასშტაბით 33 კლინიკაში. ასევე, ევექსი კლინიკების გუნდს გამოცდილება გაუზიარა საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველმა ექიმებმა, მათ შორის იყვნენ: გრიგოლ ხურციძე - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკური დირექტორი, შინაგანი სნეულებები, ჰოსპიტალისიტი, კაიზერ პერმანენტე, ვაშინგტონი; მამუკა მაჩაიძე - ექიმი ინფექციონისტი, ასისტანს პროგრამის დირექტორი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი; ნინა ბაკაშვილი - ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმი.

პოსტ-კოვიდ პროგრამაში ჩართვა მომხამარებელს დაზღვევის პირობის მიუხედავად 62 ლარიდან შეუძლია. კვლევები მოიცავს 30-მდე ლაბორატორიულ, ექოსკოპიურ გამოკვლევებს და ექიმების კონსულტაციებს. დამატებითი შეღავათები ვრცელდება ევექსი კლინიკებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე. გამოკვლევების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ „გამოკვლევები“-ს ველში. პოსტ-კოვიდ პროგრამაში ჩართვისთვის დაგვიკავშრიდით ევექსი კლინიკების ქოლცენტრში 2 550505 და ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ კლინიკაში ოჯახის ექიმთან ვიზიტზე.

პოსტ-კოვიდ სინდრომი

არ არსებობს COVID-19-ის სტადიების საყოველთაოდ აღიარებული განმარტებები. მრავალ ევროპულ ქვეყანაში აღიარებულია COVID-19-ის შემდეგი კატეგორიები:

  • მწვავე COVID-19 - COVID-19-ის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში
  • მიმდინარე სიმპტომური COVID-19 (გახანგრძლივებული კოვიდი) - COVID-19– ის სიმპტომები რჩება დაავადების დაწყებიდან 4 – დან 12 კვირამდე პერიოდში
  • COVID-19- ის შემდგომი მდგომარეობა ე.წ. ,,პოსტოკოვიდი“- სიმპტომები, რომლებიც გრძელდება დაავადების დაწყებიდან ≥ 12 კვირის განმავლობაში და არ აიხსნება ალტერნატიული დიაგნოზით

COVID-19-ის მწვავე ფაზის შემდგომი სიმპტომები მრავალფეროვანია. მდგომარეობა შეიძლება იყოს მსუბუქი და არ მოითხოვდეს სპეციფიურ მკურნალობას, ან პირიქით, გამოხატული იყოს მძიმე სიმპტომები, რომლებიც საჭიროებენ ექიმის მიერ შეფასებასა და მკურნალობას ამბულატორულად ან სამედიცინო დაწესებულებებში. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება სპეციალური სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარებაც.

სხვადასხვა კვლევის თანახმად, COVID-19-ის მწვავე ფაზის შემდგომ პერიოდში ნარჩენი სიმპტომების მქონე პაციენტთა მესამედზე მეტს აღენიშნებოდა ერთზე მეტი სიმპტომი. ყველაზე ხშირი ნარჩენი სიმპტომებია:

  • დაღლილობა 15- 87%;
  • ქოშინი 10-71 %;
  • ტკივილი გულმკერდში ან შებოჭილობას 12- 44 %;
  • ხველა 17- 26 %.

შედარებით იშვიათი ფიზიკური სიმპტომებია:

  • ყნოსვის დაკარგვა
  • სახსრების ტკივილი
  • თავის ტკივილი
  • სურდო
  • უმადობა
  • თავბრუსხვევა
  • კუნთების ტკივილი
  • უძილობა
  • ალოპეცია - თმის ბუდობრივი ცვენა
  • ოფლიანობა
  • დიარეა

ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში ხშირია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, შფოთვა, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება და კონცენტრაცია. ასევე მაღალია თანხმლები დააავადებების გართულებისა და ბაქტერიული გართულების განვითარების რისკი.

ბრიტანული კვლევის მიხედვით, იმ პაციენტების დაახლოებით მესამედი, რომლებიც COVID-19-ის დიაგნოზით საავადმყოფოში მკურნალობდნენ, კლინიკაში განმეორებით მოხვდნენ.

COVID-19-ის მწვავე ფაზის შემდგომ მოსალოდნელია გართულებები სუნთქვის, გულსისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, შარდ-სასქესო, ნერვული, ენდოკრინული სისტემების მხრივ. ხშირია ფსიქოლოგიური დარღვევები.

აღნიშნულის გამო, რეკომენდებულია მიმართოთ ოჯახის ექიმს SARS - CoV -2 ინფექციის მწვავე ფაზის შემდგომ, რათა შეფასდეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.

გაიარეთ ქვიზი

შეავსეთ ქვიზი და ექიმთან კონსულტაციამდე, საორიენტაციოდ, გაიგეთ რომელი პოსტ-კოვიდ გამოკვლევებია რეკომენდებული თქვენი ჯანმრთელობისთვის.

დაგვირეკეთ

032 2 55 05 05